სამუშაო ადგილი: საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველო
პოზიციის დასახელება: იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინსპექტორი
სამუშაო რეჟიმი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში) 3 დღეში ერთხელ.
თანამდებობრივი სარგო: 1150 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
ენა: სახელმწიფო ენის ფლობა სავალდებულოა;
განათლება: სრული ზოგადი/ უმაღლესი;
ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა;
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმების შემთქვევაში კანდიდატს ექნება სამედიცინო დაზღვევის ოჯახური (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი/შვილები) პაკეტი.
კანდიდატმა შევსებული აპლიკაცია უნდა ატვირთოს შემდეგ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N1). დაგვიანებით გაგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება;
სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, გასაუბრება, სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, სპეციალური შემოწმება.
შენიშვნა: მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.