დაცვის პოლიცია გთავაზობთ ობიექტების დაცვას, როგორც საპოლიციო ძალით, ასევე კომბინირებულ - საპოლიციო და ტექნიკური საშუალებებით დაცვას.
დაცვის პოლიცია დასაცავი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ისეთი დაცვის გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგავს თქვენს ფინანსურ რესურსებს ისე, რომ დაცვის ხარისხი თანამედროვე სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში.
დაცვის პოლიციის მიერ საპოლიციო ძალით დაცვა ხორციელდება, როგორც დღის განმავლობაში - სამუშაო საათებში, ასევე 24 საათიანი რეჟიმით.
დაცვისთვის საჭირო პოლიციელთა რაოდენობა დამოკიდებულია ობიექტის ტექნიკურ გამაგრებაზე და სპეციფიკაზე.
ობიექტების საპოლიციო ძალით დაცვის დროს თანამშრომლები აღჭურვილნი არიან უნიფორმით, სპეციალური საშუალებებით და ცეცხლსასროლი იარაღით.
საპოლიციო ძალით დაცვის ტარიფები:
ერთი უმცროსი ინსპექტორი |
900 ლარიდან |
ერთი ინსპექტორი |
1000 ლარიდან |
ერთი უფროსი ინსპექტორი |
1200 ლარიდან |
დაცვის უფროსი |
1400 ლარიდან |