დაცვის პოლიცია მომხმარებლებს ობიექტების სხვადასხვა სახის სიგნალიზაციით დაცვას სთავაზობს. მომსახურება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უახლესი აპარატურით ხორციელდება.
დაცვის პოლიცია ობიექტების დაცვას პერიმეტრული და სახანძრო სიგნალიზაციით, ასევე ე.წ. საგანგაშო ღილაკის მეთოდით უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ დაცვის პოლიცია იყენებს უახლესი თაობის AES Intellinet -ის სატელიტურ რადიო გადამცემს, რაც სიგნალს უდანაკარგოდ იღებს და უსწრაფესად ამუშავებს.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს ობიექტების საპოლიციო ძალით დაცვის ორ მიმართულებას სთავაზობს - ობიექტის დაცვა დღის განმავლობაში (სამუშაო საათებში) და 24-საათიან რეჟიმში.
დაცვისთვის საჭირო პოლიციელთა რაოდენობა განისაზღვრება ობიექტის ტექნიკური გამაგრებისა და სპეციფიკიდან გამომდინარე. ობიექტის დაცვის პროცესში თანამშრომელთა ეკიპირებაში ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები შედის.
საპოლიციო ძალით დაცვასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია კომბინირებული დაცვის მეთოდითაც ისარგებლოს, რა დროსაც საპოლიციო ძალასთან ერთად სიგნალიზაციით დაცვაც ხორციელდება.
დაცვის პოლიცია გთავაზობთ დაცვა-გაცილების სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი რისკის მქონე ტვირთებისა და არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით.
მომსახურება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილებით, პროფესიონალი, შეიარაღებული თანამშრომლების მიერ ხორციელდება.
მომსახურების ძირითადი მიმართულებები:
▪️ სამუზეუმო ექსპონატების, ხელოვნების ნიმუშებისა და კერძო კოლექციების დაცვა-გაცილება;
▪️ არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების დაცვა-გაცილება;
▪️ ფსიქოტროპული მედიკამენტების, ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიური და სხვა სახიფათო ნივთიერებების დაცვა-გაცილება.
დაცვის პოლიცია გთავაზობთ პირადი დაცვის მომსახურებას. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს კონკრეტული პირის (პირების) უსაფრთხოებას. დაცვის პოლიციას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება პიროვნების პირად დაცვასა და ესკორტირებაში.
დაცვის პოლიცია იცავს საქართველოს და უცხო ქვეყნების ასეულობით მოქალაქეს. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონიჭებული ნდობისა და პასუხისმგებლობის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულება.
პირადი დაცვის თანამშრომლები გადიან სპეციალურ კურსებს, სადაც ითვისებენ პირის მაქსიმალურად ეფექტური დაცვის ტექნიკას.
პირადი დაცვის ხელშეკრულების გაფორმებისას, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს პირად დაცვაში აიყვანოს როგორც მოქმედი თანამშრომელი, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
პირადი დაცვის ყოველთვიური ტარიფები:
| უმცროსი ინსპექტორი |
6000 ლარი |
|
ინსპექტორი |
6500 ლარი |
|
უფროსი ინსპექტორი |
7000 ლარი |
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება
პირადი დაცვის დამატებითი მომსახურება გულისხმობს ავტომობილის სახელმწიფო ნომრით სარგებლობას. მომსახურების ყოველთვიური ტარიფი შეადგენს 10000 ლარს.
დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ფულადი სახსრებისა და ძვირფასეულობის ინკასაციას. ინკასაცია ხორციელდება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი მანქანებით. დაცვის პოლიციის საინკასაციო მომსახურებით საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ბანკი სარგებლობს. ჩვენი თანამშრომლები გადიან მუდმივ საცეცხლე პრაქტიკულ და თეორიულ გადამზადებას.
დაცვის პოლიცია გთავაზობთ ავტომობილების GPS მომსახურებას. აღნიშნული სერვისი გთავაზობთ ავტომობილის ადგილმდებარეობის, სიჩქარის, გავლილი ტრაექტორიის, მოძრაობის დროის, ძრავის მდგომარეობის LIVE - მონიტორინგს.
ავტომობილებში მონტაჟდება GPS/GPRS მოწყობილობები, რომლებიც GPS სატელიტებიდან მიღებულ სიგნალს ამუშავებენ და ადგენენ ავტომობილების ადგილმდებარეობას. ინფორმაცია GPS - ით გადაეცემა ცენტრალურ სერვერს, სადაც ხდება დამუშავება, დახარისხება და ბაზებში განთავსება. მომხმარებელი ავტომობილებს ონლაინ-რეჟიმში, ვებ-გვერდის www.gpscontrol.ge - ს მეშვეობით აკონტროლებს.
GPS/GPRS მონიტორინგით შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის მიღება: