დაცვის ტექნიკური საშუალებები

უკან

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები. ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება ჩვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლიდან და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.

დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ორი სახის მომსახურებას:

  • დაცვა პერიმეტრული დაცვითი სიგნალიზაციით,  რომელიც ორიენტირებულია გახსნა-დაკეტვაზე, დაკეტვის დროს პანელზე კოდის აკრეფვით ობიექტი გადადის დაცვის რეჟიმზე.
  • საგანგაშო ღილაკით მომსახურება, რომელიც დისტანციურად მაგრდება მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას და ღილაკზე თითის დაჭერისას განგაშის სიგნალი გადაიცემა ცენტრალურ პულტზე და რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უსწრაფესად ცხადდება.

დაცვის პერიმეტრული საგანგაშო სიგნალიზაციით მომსახურების სარგებლობისთვის, დასაცავ ობიექტზე ინსტალირდება და მოთხოვნისამებრ უერთდება შემდეგი მაუწყებელი:

  • ორმაგი მოქმედების იმუნო დეტექტორი, რომელიც კედელზე ფიქსირდება, რეაგირებს მოძრაობაზე და არ რეაგირებს ცხოველებზე.
  • ვიბრო-სენსორული მაუწყებელი, რომელიც დაფუძნებულია დარტყმის გამოვლენის ტექნოლოგიაზე და რეაგირებს დარტყმაზე.
  • კვამლსაწინააღმდეგო ტემპერატურული სენსორი - ფოტო-ელექტრო კვამლსაწინააღმდეგო სენსორი, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის კვამლზე რეაგირებს და მისი აღმოჩენისთანავე განგაშის სიგნალს გადასცემს.
  • მინის მსხვრევის დეტექტორი -  რეაგირებს ნებისმიერი მინის მსხვრევის შემთხვევაში.
  • CO2 დეტექტორი - რეაგირებს ნებისმიერი სახის მომწამლავი აირის გაჟონვის შემთხვევაში.

ობიექტში დამონტაჟდებული სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით განგაშის სიგნალი გადაეცემა ცენტრალურ დაკვირვების პუნქტს. განგაშის სიგნალის მიღებიდან 2-5 წუთში, დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების  ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ცხადდება.

აღნიშნული აპარატურის ინსტალაციას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური საინჟინრო-სამონტაჟო ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნიკური  და სატრანსპორტო  საშუალებებით.

ტექნიკური საშუალებებით დაცვის ყოველთვიური გადასახადი:

კომერციული ობიექტი

150 ლარიდან

საცხოვრებელი ბინა

60 ლარიდან

ინდივიდუალური სახლი

100 ლარიდან

სააგარაკო ზონა

100 ლარიდან

საცხოვრებელი ბინა + აგარაკი

135 ლარიდან

სააგარაკო ზონებია: საგურამო, ნატახტარი, მისაქციელი, არაგვისპირი, ბულაჩაური, წითელსოფელი, წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი, ტაბახმელა და მათი მიმდებარე ტერიტორიები.



დაგვიკავშირდით

იურიდიული მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ. ინდექსი: 0131

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი:
ქ. თბილისი ფანჯიკიძის N6
info@spd.ge
125
FACEBOOK

მოგვწერეთ

  • ქ. თბილისის დპ სამმართველო
    მისამართი: წერეთლის გამზირი 136
    ტელეფონი: 577 609-001; 2 35 22 25; 2 34 77 82;
    ელფოსტა: tbilisi@spd.ge
  • კახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: თელავი, ჩოხელის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-323; (0 350) 27 31 85;
    ელფოსტა: kakheti@spd.ge
  • სამეგრელო-ზ/სვანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ფოთი, ნ. ჟვანიას ქ.30
    ტელეფონი: 577 609-411; (0 493) 22 22 19;
    ელფოსტა: samegrelo-zemosvaneti@spd.ge
  • იმერეთი-გურიის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ.5
    ტელეფონი: 577 025-003; (0 431) 22 48 65;
    ელფოსტა: imereti-guria@spd.ge
  • აჭარის დპ სამმართველო
    მისამართი: ბათუმი, აბუსერიძის ქ.11
    ტელეფონი: 577 025-815; (0 422) 27 02 97 79;
    ელფოსტა: adjara@spd.ge
  • ქვ. ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ.23
    ტელეფონი: 577 025-326;
    ელფოსტა: kvemo-kartli@spd.ge
  • შიდა ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: გორი, თამარ მეფის ქ.116
    ტელეფონი: 577 609-189; (0 370) 27 46 73;
    ელფოსტა: shida-kartli@spd.ge
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ახალციხე, ნათენაძის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-489; (0 365) 22 00 41;
    ელფოსტა: samtskhe-javakheti@spd.ge
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: მცხეთა, ღვინჯილიას ქ.5
    ტელეფონი: 577 609-103/106; 2 51 22 03;
    ელფოსტა: mtskheta-mtianeti@spd.ge