დაცვის პოლიცია მომხმარებელს სთავაზობს ფულადი სახსრებისა და ძვირფასეულობის ინკასაციას. ინკასაცია ხორციელდება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი მანქანებით. დაცვის პოლიციის საინკასაციო მომსახურებით საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ბანკი სარგებლობს. ჩვენი თანამშრომლები გადიან მუდმივ საცეცხლე პრაქტიკულ და თეორიულ გადამზადებას.
2018 წელს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საინკასაციო მომსახურებისთვის "ფორდ ტრანზიტი"-ის მარკის დაჯავშნილი 15 ავტომანქანა შეიძინა. ავტოპარკის განახლების მთავარ მიზანს წარმოადგენდა , მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ინკასაციის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდა.