შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა, მოადგილესთან - დავით ნოზაძესთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ალადაშვილმა, რეგიონის ხელმძღვანელებთან ერთად დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილა და ყურადღება თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითებზე გაამახვილა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ალადაშვილმა რუსთავსა და გარდაბანში მდებარე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შენობები, ავტოპარკი და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.