შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სვანეთში არსებული დაცვის პოლიციის მიერ დაცული სტრატეგიული ობიექტები მოინახულა. გიორგი ბაგრატიონი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში თავმჯდომარემ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსთან კოტე მიქაიასთან ერთად თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად მათ სამომავლო პროექტები გააცნო.