დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბაგრატიონი საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. აღნიშნულ სამმართველოს უხელმძღვანელებს მერაბ ასანიშვილი, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბაგრატიონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ყველა ის პერიმეტრი დაათვალიერა, რომელთა უსაფრთხოებას დაცვის პოლიციის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლები იცავენ.