შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიგა ნიკოლეიშვილი, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს თანამშრომელს სპირიდონ ნიჟარაძეს შეხვდა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უშგულის მუზეუმის დაცვის თანამშრომელს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა.
11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპირიდონ ნიჟარაძე პრემიერ მინისტრის ჯილდო გადაეცა.
პოლიციის უფროსი სერჟანტი, სპირიდონ ნიჟარაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2005 წლიდან მუშაობს, ის უშგულში ქვეყნის ეროვნულ საგანძურს იცავს. ძალოვან უწყებებში საქმიანობა დაიწყო 22 წლის ასაკში და 30 წელზე მეტია ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას.