აშშ-ის საელჩომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.
მხარეებმა აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-ის საელჩომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა. გიორგი ბაგრატიონმა ნიკოლას კიფს საელჩოს მხრიდან დაცვის პოლიციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.