მთავარი / სიახლეები

2020-09-23

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

უკან
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.
 
ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.
 
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
 
აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.
ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
იხილეთ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება


დაგვიკავშირდით

იურიდიული მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N:158 ინდექსი: 0131

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი:
ქ. თბილისი ფანჯიკიძის N6
info@spd.ge
125
FACEBOOK

მოგვწერეთ

  • ქ. თბილისის დპ სამმართველო
    მისამართი: წერეთლის გამზირი 136
    ტელეფონი: 577 609-001; 2 35 22 25; 2 34 77 82;
    ელფოსტა: tbilisi@spd.ge
  • კახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: თელავი, ჩოხელის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-323; (0 350) 27 31 85;
    ელფოსტა: kakheti@spd.ge
  • სამეგრელო-ზ/სვანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ფოთი, ნ. ჟვანიას ქ.30
    ტელეფონი: 577 609-411; (0 493) 22 22 19;
    ელფოსტა: samegrelo-zemosvaneti@spd.ge
  • იმერეთი-გურიის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ.5
    ტელეფონი: 577 025-003; (0 431) 22 48 65;
    ელფოსტა: imereti-guria@spd.ge
  • აჭარის დპ სამმართველო
    მისამართი: ბათუმი, აბუსერიძის ქ.11
    ტელეფონი: 577 025-815; (0 422) 27 02 97 79;
    ელფოსტა: adjara@spd.ge
  • ქვ. ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ.23
    ტელეფონი: 577 025-326;
    ელფოსტა: kvemo-kartli@spd.ge
  • შიდა ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: გორი, თამარ მეფის ქ.116
    ტელეფონი: 577 609-189; (0 370) 27 46 73;
    ელფოსტა: shida-kartli@spd.ge
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ახალციხე, ნათენაძის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-489; (0 365) 22 00 41;
    ელფოსტა: samtskhe-javakheti@spd.ge
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: მცხეთა, ღვინჯილიას ქ.5
    ტელეფონი: 577 609-103/106; 2 51 22 03;
    ელფოსტა: mtskheta-mtianeti@spd.ge