შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.
,,დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები. მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა. ჩვენ დავაფიქსირეთ 2018 წელს ჩატარებული შრომის შედეგები, ვნახეთ რა მოხდა შინაარსობრივ თუ ინფრასტრუქტურულ ნაწილში და განვიხილეთ ის გეგმები, რომელიც დაცვის პოლიციას მისცემს საშუალებას ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ქვედანაყოფად. ვიმსჯელეთ დაცვის პოლიციის თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფის საკითხებზე, 2018 წელს აქ გვქონდა ხელფასის მცირეოდენი ზრდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პროცესი უნდა გაგრძელდეს, რამეთუ თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სოციალურად დაცული. ამაზე უნდა იზრუნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ.’’ - განაცხადა გიორგი გახარიამ