შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა, მოადგილესთან - დავით ნოზაძესთან ერთად, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ სამმართველოს ახალი უფროსი, ივანე ჯაყელი წარუდგინა.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ ივანე ჯაყელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ალადაშვილმა ყურადღება გაამახვილა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ახლადდანიშნულ უფროსს, ივანე ჯაყელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.