დაცვის პოლიცია მომხმარებელს ობიექტების საპოლიციო ძალით დაცვის ორ მიმართულებას სთავაზობს - ობიექტის დაცვა დღის განმავლობაში (სამუშაო საათებში) და 24-საათიან რეჟიმში.
დაცვისთვის საჭირო პოლიციელთა რაოდენობა განისაზღვრება ობიექტის ტექნიკური გამაგრებისა და სპეციფიკიდან გამომდინარე. ობიექტის დაცვის პროცესში თანამშრომელთა ეკიპირებაში ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები შედის.
საპოლიციო ძალით დაცვასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია კომბინირებული დაცვის მეთოდითაც ისარგებლოს, რა დროსაც საპოლიციო ძალასთან ერთად სიგნალიზაციით დაცვაც ხორციელდება