შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საქართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის დაწყების პროცესს დაესწრო და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის წარმატებით განხორციელება უსურვა.
დღეიდან, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 800-ზე მეტი თანამშრომლის ჩართულობით, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაცვას. მათ შორისაა სარკინიგზო ხიდები, გვირაბები, დეპოები, სარკინიგზო სადგურები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
ამასთან, დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამგზავრო მატარებლების რეისებზე მგზავრთა უსაფრთხო გაცილებასაც უზრუნველყოფენ.