მთავარი / სიახლეები

2025-07-09

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა.

უკან

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თეიმურაზ კუპატაძე, ასევე, დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

ღონისძიება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნა. თეიმურაზ კუპატაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და პროფესიული წარმატებებისთვის, მათ მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა ისაუბრა დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დეპარტამენტმა, სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა წარმოადგინა.

ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი დააჯილდოვეს: განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს მედალიონი დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელს გადასცეს, ხოლო 24 თანამშრომელი, სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.



დაგვიკავშირდით

იურიდიული მისამართი:
ქ. თბილისი, ლევან ფირცხელიანის ქუჩა N:1 ინდექსი: 0159

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი:
ქ. თბილისი ფანჯიკიძის N6
info@spd.ge
125
FACEBOOK

მოგვწერეთ

  • ქ. თბილისის დპ სამმართველო
    მისამართი: წერეთლის გამზირი 136
    ტელეფონი: 577 609-001; 2 35 22 25; 2 34 77 82;
    ელფოსტა: tbilisi@spd.ge
  • კახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: თელავი, ჩოხელის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-323; (0 350) 27 31 85;
    ელფოსტა: kakheti@spd.ge
  • სამეგრელო-ზ/სვანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ფოთი, ნ. ჟვანიას ქ.30
    ტელეფონი: 577 609-411; (0 493) 22 22 19;
    ელფოსტა: samegrelo-zemosvaneti@spd.ge
  • იმერეთი-გურიის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ.5
    ტელეფონი: 577 025-003; (0 431) 22 48 65;
    ელფოსტა: imereti-guria@spd.ge
  • აჭარის დპ სამმართველო
    მისამართი: ბათუმი, აბუსერიძის ქ.11
    ტელეფონი: 577 025-815; (0 422) 27 02 97 79;
    ელფოსტა: adjara@spd.ge
  • ქვ. ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ.23
    ტელეფონი: 577 025-326;
    ელფოსტა: kvemo-kartli@spd.ge
  • შიდა ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: გორი, თამარ მეფის ქ.116
    ტელეფონი: 577 609-189; (0 370) 27 46 73;
    ელფოსტა: shida-kartli@spd.ge
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ახალციხე, ნათენაძის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-489; (0 365) 22 00 41;
    ელფოსტა: samtskhe-javakheti@spd.ge
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: მცხეთა, ღვინჯილიას ქ.5
    ტელეფონი: 577 609-103/106; 2 51 22 03;
    ელფოსტა: mtskheta-mtianeti@spd.ge