შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ფოთში აღნიშნა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ფოთის ცენტრალურ მოედანზე, 12 საათზე დაიწყო და დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ისევე, როგორც სამინისტროს სხვა დანაყოფებმა, მოსულ სტუმრებს სხვადასხვა სახის სახალისო თუ შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა.
დაცვის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის მეტად აღსაქმელად გათამაშდა ე.წ. განგაში, როდესაც იმიტირებულ დაცულ ობიექტზე ამოქმედდა განგაშის ღილაკი და სწრაფი რეაგირების ჯგუფი ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. გარდა ამისა, მოეწყო თიხით ძერწვის სივრცე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ფოთში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლა, საღამოს კი ღონისძიება კონცერტით დასრულდა.