დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ 30-მდე თანამშრომელს ოფიცრის პირველადი წოდება მიენიჭება მიულოცა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბაგრატიონი რეგიონული სამმართველოების 30-მდე თანამშრომელს შეხვდა, რომლებსაც ოფიცრის პირველადი წოდება მიენიჭათ.
გიორგი ბაგრატიონი წარმატებულ თანამშრომლებს გაესაუბრა, მათ დაწინაურება მიულოცა, ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოების 30-მდე თანამშრომელს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ოფიცრის პირველადი წოდება მიენიჭა.