შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 160-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია და ადგილზე უსაფრთხოების უზურნველყოფის პროცესს გაეცნო.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდების უსაფრთხო და შეუფერხებელ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საგამოცდო ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრის დაცვას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ.
დაცვის პოლიცია 2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს