მთავარი / სიახლეები

2022-09-29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმიდან საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ დაიწყო

უკან
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ორდღიანი საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიება .
 
ღონისძიების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.
 
სახალხო ღონისძიებაზე მოზარდებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება აქვს, გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
 
ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
 
მსგავსი საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 ქალაქში - ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავსა და რუსთავში ჩატარდება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
 


დაგვიკავშირდით

იურიდიული მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N:158 ინდექსი: 0131

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი:
ქ. თბილისი ფანჯიკიძის N6
info@spd.ge
125
FACEBOOK

მოგვწერეთ

  • ქ. თბილისის დპ სამმართველო
    მისამართი: წერეთლის გამზირი 136
    ტელეფონი: 577 609-001; 2 35 22 25; 2 34 77 82;
    ელფოსტა: tbilisi@spd.ge
  • კახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: თელავი, ჩოხელის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-323; (0 350) 27 31 85;
    ელფოსტა: kakheti@spd.ge
  • სამეგრელო-ზ/სვანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ფოთი, ნ. ჟვანიას ქ.30
    ტელეფონი: 577 609-411; (0 493) 22 22 19;
    ელფოსტა: samegrelo-zemosvaneti@spd.ge
  • იმერეთი-გურიის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ.5
    ტელეფონი: 577 025-003; (0 431) 22 48 65;
    ელფოსტა: imereti-guria@spd.ge
  • აჭარის დპ სამმართველო
    მისამართი: ბათუმი, აბუსერიძის ქ.11
    ტელეფონი: 577 025-815; (0 422) 27 02 97 79;
    ელფოსტა: adjara@spd.ge
  • ქვ. ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: რუსთავი, მშენებელთა ქ.23
    ტელეფონი: 577 025-326;
    ელფოსტა: kvemo-kartli@spd.ge
  • შიდა ქართლის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: გორი, თამარ მეფის ქ.116
    ტელეფონი: 577 609-189; (0 370) 27 46 73;
    ელფოსტა: shida-kartli@spd.ge
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: ახალციხე, ნათენაძის ქ.35
    ტელეფონი: 577 609-489; (0 365) 22 00 41;
    ელფოსტა: samtskhe-javakheti@spd.ge
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დპ სამმართველო
    მისამართი: მცხეთა, ღვინჯილიას ქ.5
    ტელეფონი: 577 609-103/106; 2 51 22 03;
    ელფოსტა: mtskheta-mtianeti@spd.ge