შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი ბაგრატიონმა, მოადგილეებთან ერთად, აღნიშნულ რეგიონებში დაცვის პოლიციის მიერ დაცული ობიექტები დაათვალიერა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური ქალაქის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა, ზესტაფონში კი - ფეროშენადნობთა ქარხანაში დაცვის პოლიციის უსაფრთხოების განაწესს გაეცნო. გიორგი ბაგრატიონმა, ასევე, დაათვალიერა დაცვის პოლიციის მიერ დაცული, ქუთაისის და მესტიის აეროპორტები, ენგურჰესი და მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი.