შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთი-გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის გუბერნატორებთან მან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა. გარდა ამისა, შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებიც დასახეს.